ნათია თურნავა - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ეკონომიკური და ანტიკრიზისული პოლიტიკის ეფექტიანობას

მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდილი მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ რეალობას, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქსტატის მიერ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეორე კვარტლის მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 237.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.5 პროცენტით მეტია 2019 წლის მეორე კვარტალის მაჩვენებელთან შედარებით.

ნათია თურნავას თქმით, პოზიტიური დინამიკა გლობალური პანდემიის ფონზე მიმდინარეობს და იმ ფონზე, როცა საერთაშორისო ექსპერტები მსოფლიოში ინვესტიციების 40%-იან ვარდნას ვარაუდობენ.

„ამის ფონზე ჩვენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა გვაქვს. საინტერესოა, რომ ეს ზრდა მოდის ისეთ დარგებზე, როგორიცაა მშენებლობა, ენერგეტიკა, სამთომოპოვებითი დარგი, გადამამუშავებელი დარგები, ისეთი დარგები, რომელსაც მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ ჩვენი მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების მეშვეობით. ეს კვლავ ადასტურებს ჩვენი ეკონომიკური და ანტიკრიზისული პოლიტიკის სისწორეს და ეფექტურობას. ასევე საინტერესოა, რომ ქვეყნების მიხედვით კვლავაც ლიდერობს აშშ და ევროპული ქვეყნები. ეს არის ხარისხიანი ინვესტიციები, რომელსაც მოყვება არა მხოლოდ ფინანსური რესურსი და დასაქმება, ასევე ახალი სამეწარმეო კულტურა და ახალი ტექნოლოგიები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა