ანა დოლიძე - სააკაშვილის ერთ პოლუსზე გამოჩენა, მეორე პოლუსზე ივანიშვილის ძალებს აძლიერებს

არ არსებობს ამ დაპირების აღსრულების სურვილი, ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი, რომლის მიზანია საკუთარი ამომრჩევლის გამხნევება. მაგრამ, ამას მოსდევს ის უარყოფითი შედეგი, რომ ძლიერდება ბიძინა ივანიშვილის გავლენა და შესაძლებლობა ამომრჩეველი დააშინოს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების იდეით, - ასე ეხმაურება მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, სააკაშვილი მზადაა საქართველოში დაბრუნდეს და პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს.

,,ძალიან ბევრი დაპირება ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, რომ დაბრუნებულიყო საქართველოში და ეს არასოდეს არ შესრულდა. მე ვფიქრობ, ეს აქტიური გამოჩენა ამ საარჩევნო პროცესში არის მცდელობა გაამხნევოს საკუთარი პარტიის წევრები და ამომრჩევლები, რომ მათ ჩაუსხოს იმედი, მაგრამ ამას ძალიან სამწუხარო ეფექტი აქვს. მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა აპრიორი აძლიერებს „ქართული ოცნების“ თავდაპირველ ელექტორატს და ბიძინა ივანიშვილის შესაძლებლობას მობილიზება გაუკეთოს თავის უშუალო ამომრჩეველს, მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა ერთ პოლუსზე აძლიერებს ბიძინა ივანიშვილის ძალებს მეორე პოლუსზე.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს საშუალება დაიკავოს პრემიერის თანამდებობა, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა რომც ჰქონდეს, საკითხი სამართლებრივად არ დგას, რეალურად არ არსებობს ამ დაპირების აღსრულების სურვილი, ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი, რომლის მიზანია საკუთარი ამომრჩევლის გამხნევება, მაგრამ ამას მოსდევს ის უარყოფითი შედეგი, რომ ძლიერდება ბიძინა ივანიშვილის გავლენა და შესაძლებლობა ამომრჩეველი დააშინოს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების იდეით“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერზე, გიორგი ვაშაძეზეც ისაუბრა. მისი თქმით, ვაშაძე მილიონობით ლარს ხარჯავს იმისათვის, რათა პრემიერ-მინისტრობის საკითხი დისკუსიაში იყოს, რასაც შემდეგ მიხეილ სააკაშვილიც აჰყვა.

გიორგი ვაშაძემ იმის ნაცვლად, რომ საარჩევნო კამპანია წაიყვანოს საქმეზე და იმ ტკივილზე, რომელიც ხალხს აქვს, ცდილობს დისკუსია წაიყვანოს თუ ვინ გახდება პრემიერი. ხალხი ისედაც იმედგაცრუებულია პოლიტიკოსების მიმართ და ფიქრობს, რომ პოლიტიკოსების უმეტესობა არაფერს არ აკეთებს თანამდებობების გადანაწილების გარდა. გიორგი ვაშაძის მიერ დაწყებული კამპანია, რომ მე უნდა ვიყო პრემიერი, აძლიერებს იმ უნდობლობის შეგრძნებას, რომელიც ხალხს აქვს პოლიტიკოსების მიმართ. ჯერ არჩევნები მოგებული არ არის და ადამიანები ინაწილებენ თანამდებობებს. გიორგი ვაშაძე მილიონებს ხარჯავს, რომ ეს თემა იყოს დისკუსიაში და ამას აყვა მიხეილ სააკაშვილიც. რა დროს პრემიერობის საკითხის განხილვაა, ამით მხოლოდ და მხოლოდ ვაძლიერებთ უარყოფით განწყობას, რომელიც ხალხს პოლიტიკოსების მიმართ აქვს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა