ანა დოლიძე პარლამენტს საარჩევნო უბნებზე ტელეფონების აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე პარლამენტს საარჩევნო უბნებზე ტელეფონების აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს.

დოლიძის განცხადებით, უმთავრეს ბერკეტად იმისათვის, რომ ხელისუფლებამ გააკონტროლოს ამომრჩევლის ნება, ე.წ. ძველი ბიჭების მეშვეობით, გვევლინება მოთხოვნა, რომ ამომრჩევლებმა საარჩევნო ჯიხურში შემოხაზულ ბიულეტენს სურათი გადაუღონ.

„ამ შიშზე საუბრობს ყოველი მეორე ამომრჩეველი, რომ უძლურნი არიან ზეწოლის ამ ბერკეტის წინაშე. თუ ხელისუფლებას აქვს რეალური სურვილი, რომ ასეთი არაპირდაპირი მეთოდით არ მოახდინონ ზეწოლა ამომრჩეველზე, მარტივია ამ პრობლემის გადაწყვეტა. საარჩევნო ჯიხურში აკრძალოს მობილური ტელეფონის შეტანა, ასეთ ვითარებაში ყველა ამომრჩეველს ეხსნება შიში სკოლის დირექტორების, ამხანაგობის თავმჯდომარეების, „ძველი ბიჭების“ და სხვა გავლენიანი პირების წინაშე, რომ ანგარიში ჩააბაროს, რომელი ნომერი შემოხაზა ბიულეტენზე. არგუმენტი, რომ ეს არ არის აღსრულებადი და ხელისუფლებას ამის გაკეთება არ შეუძლია, არის უბრალოდ თავის გამართლება იმისათვის, რომ გამოიყენონ ტელელოფნი და ბიულეტენზე სურათის გადაღება როგორც საშუალება ამომრჩეველზე ზეწოლის,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო