ნათია თურნავა - რეინვესტირების მაჩვენებლის ზრდა აჩვენებს, რომ ინვესტორები მოგებას ქვეყანაში ტოვებენ და ახალ სამუშაო ადგილებს ქმნიან

ინვესტიციებში რეინვესტირების მოცულობის ზრდა მკაფიოდ მიანიშნებს, რომ უცხოელ ინვესტორებს არა თუ გააქვთ მოგება, რომელსაც საქართველოში იღებენ, არამედ ტოვებენ ქვეყანაში და ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქსტატის მიერ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეორე კვარტლის მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ძირითადად რეინვესტირების მოცულობის ზრდით იყო განპირობებული. რეინვესტირების მოცულობა 2020 წლის მეორე კვარტალში 63.5 პროცენტით გაიზარდა და 144.7 მლნ აშშ დოლარი, მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.8 პროცენტი შეადგინა.

„თუ შევხედავთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურას, სჭარბობს რეინვესტიციები. ეს ნიშნავს იმას, რომ შემოდის არა მხოლოდ ახალი ინვესტიციები, არამედ უკვე არსებული ინვესტორები იმდენად ენდობიან საქართველოს ეკონომიკას და მის მომავალს, რომ აფართოებენ თავის წარმოებას და მოგება, რომელსაც იღებენ საქართველოში არა თუ არ გააქვთ ქვეყნიდან, არამედ ტოვებენ ქვეყანაში და ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო:

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს