საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი - ღვიძლის ტრანსპლანტაციის ყველაზე დიდი კლინიკური გამოცდილება „ევექსი ჰოსპიტლებს“ გააჩნია

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთული სამედიცინო ჩარევა - ღვიძლის ტრანსპლანტაცია, საქართველოში პირველად „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ 2014 წელს დანერგა. 6 წლის განმავლობაში ცოცხალი დონორიდან ღვიძლის 50 გადანერგვაა ჩატარებული.

თავდაპირველად ოპერაციები მხოლოდ აჭარაში, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ხორციელდებოდა, ამჟამად ღვიძლის ტრანსპლანტაცია ტარდება თბილისშიც, ი. ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში.

„აღნიშნული სერვისის დანერგვისთვის, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, რომელიც ჰოსპიტლებში, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას და მსოფლიოს წამყვან ტრანსპლანტოლოგიის ცენტრებში ქართველი სამედიცინო პერსონალის გადამზადებას მოხმარდა.

ღვიძლის ტრანსპლანტაციის სერვისი დიდ წილად საქართველოს სახელმწიფოსგან ფინანსდება. აჭარის რეგიონის მოსახლეობისთვის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 100 000 ლარს გამოყოფს, გარდა ამისა ყველა პაციენტი დამატებით ოპერაციის 10 000 ლარიან ვაუჩერს იღებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან. თბილისში რეგისტრირებული მოსახლეობისთვის ოპერაციას დედაქალაქის მერია 70 000 ლარით აფინანსებს.

ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე რთული და ძვირად ღირებული სამედიცინო ინტერვენციაა, რომლის მინიმალური ფასიც თურქეთის, ისრაელისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში 80 000 ამერიკული დოლარიდან იწყება.

უკვე 6 წელია ღვიძლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებს, რომელთა სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა ღვიძლის ტრანსპლანტაციაა, ქვეყნის დატოვება და დიდი ფინანსური სახსრების მოძიება აღარ უწევთ. აღნიშნული სამედიცინო სერვისით სარგებლობენ ბავშვებიც.

საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის ყველაზე დიდი კლინიკური გამოცდილება „ევექსი ჰოსპიტლებს“ გააჩნია.

ოპერაციას წლების განმავლობაში (აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ინდოეთში, ბელორუსში, თურქეთში, კორეაში, გერმანიასა და უნგრეთის) წამყვან ტრანსპლანტოლოგიურ კლინიკებში გადამზადებული მულტიდისციპლინარული გუნდი ახორციელებს ექიმების კახაბერ ქაშიბაძისა და კობა შანავას ხელმძღვანელობით“, - ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს