ზვიად ძიძიგური - ყველამ ვნახეთ, რომ არც ზღვით, არც გვირაბით და არც თვითმფრინავით მიხეილ სააკაშვილი არ დაბრუნებულა

„კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არც ზღვით, არც გვირაბით, არც საზღვრის გადმოკვეთით, არც თვითმფრინავით არ დაბრუნებულა და მისი განცხადება პოლიტიკური ტრიუკია.

მიხეილ სააკაშვილი მიუხედავად იმისა, რომ არ არის საქართველოს მოქალაქე, მაინც მონაწილეობს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში უკვე 7 წელია. მე დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბრამდე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ფიზიკურად ვერ ჩამოვა. ეს პირველი არ არის, 2013 წლიდან ფაქტობრივად ყოველწლიურად აცხადებს, რომ ამა თუ იმ ვითარებაში ის აპირებს ჩამოსვლას, ეს არის ხან ბუნდოვანი განცხადება, ხან კონკრეტულად ლაპარაკობს ამაზე. მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ არც ზღვით, არც გვირაბით, არც საზღვრის გადმოკვეთით, არც თვითმფრინავით მიხეილ სააკაშვილი არ დაბრუნებულა, ამიტომ ეს არის მოძველებული პოლიტიკური ტრიუკი და მე ვფიქრობ, რომ ფანტაზია უნდა მოიშველიონ, როდესაც ყურადღების მიქცევა უნდათ.

მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადება ეს იყო მისი საარჩევნო პროგრამის, რაღაც თეზისების ჩამოყალიბება და ასეთს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი მალე გააკეთებს“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ძიძიგურის განცხადებით, რამდენიც არ უნდა ეცადონ მიხეილ სააკაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ წინა წლებისგან განსხვავებით, 2020 წელს ორპოლუსიანი არჩევნები არ იქნება, ვინაიდან დღეს საქართველოში პროპორციული არჩევნები ტარდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა