ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ბელარუსის ლიდერებს რეპრესიული მოვლენების დასრულებისკენ მოვუწოდებთ

ევროპის საბჭო შეშფოთებულია ბელარუსში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული საფრთხეების გამო და ბელარუსის ლიდერებს რეპრესიული მოვლენების დასრულებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩის, მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ევროპის საბჭო შეშფოთებულია ბელარუსში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული საფრთხეების გამო. ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს წევრების მიმართ განხორციელებული შევიწროებისა და დევნის, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და მანიფესტაციების მონაწილეების დაპატიმრების შესახებ უკიდურესად შემაშფოთებელია. მთავრობის აგენტების ან სხვა აქტორების მიერ მოქალაქეების მასობრივი დაშინება სრულიად მიუღებელია და უნდა შეწყდეს. ამგვარი უკანონო ქმედებების გაგრძელება წარმოადგენს ისედაც რთული ვითარების გამწვავების აშკარა რისკს და არსებობს საშიშროება, რომ ბელარუსი უკანონობისა და პოლიტიკური დევნის მდგომარეობისკენ გადაიხაროს,“- აღნიშნულია მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაში.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ბელარუსის ლიდერებს რეპრესიული მოვლენების დასრულებისკენ მოუწოდებს.

„ევროპის საბჭოს სახელით მოვუწოდებ ბელარუსის ხელმძღვანელობას, ბოლო მოუღონ ამ რეპრესიულ მოვლენებს. სამოქალაქო საზოგადოებასთან საჭირო რეფორმების დაუყოვნებლად მომზადებისა და ჩატარების მიზნით სამართლიანი და ღია დიალოგის გამართვის გარდა სხვა გზა არ არსებობს. ევოპის საბჭო ამ მხრივ დახმარების შესათავაზებლად მზადაა ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს