ადა მარშანია - არ მგონია, მომავალ პარლამენტში მოხვდე და ჩემს თავსაც ვერ ვხედავ - ყოვლად უვარგის პარლამენტს მივიღებთ

არ მგონია, მომავალ პარლამენტში მოხვდე და ჩემს თავსაც ვერ ვხედავ. მომავალი პარლამენტი იქნება უაღრესად ცუდი და უვარგისი, - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ დამოუკიდებელ დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილს პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე.

ადა მარშანიას თქმით, მომავალ პარლამენტს 4 წელი მუშაობა არ მოუწევს.

„ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ბევრჯერ მოატყუა მოსახლეობა და იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა სათანადო პასუხს გასცემს, მაგრამ უბედურება იმაშია, რომ ამათ ხელშია საარჩევნო ბერკეტები და ვხედავ, რომ ამას მაქსიმალურად გამოიყენებენ. არ მგონია, რომ მომავალ პარლამენტში მოხვდები და ჩემს თავსაც ვერ ვხედავ მომავალ პარლამენტში. ჩემი გათვლით პარლამენტი იქნება უაღრესად ცუდი და უვარგისი. ყოვლად უვარგის პარლამენტს მივიღებთ. მე უკვე ვხედავ ამას და იმასაც ვხედავ, რომ იმ პარლამენტს 4 წელი მუშაობა არ მოუწევს“,- განაცხადა ადა მარშანიამ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს