მედიის ინფორმაციით, მარია კოლესნიკოვა ბელარუსის ხელისუფლებამ მას შემდეგ დააკავა, რაც მან ქვეყნიდან გაძევებისგან თავის დასაღწევად პასპორტი დახია

ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი მარია კოლესნიკოვა ბელარუსის ხელისუფლებამ მას შემდეგ დააკავა, რაც მან ბელარუსიდან გაძევებისგან თავის დასაღწევად პასპორტი დახია.

მედიის ინფორმაციით, მარია კოლესნიკოვამ პასპორტი გამიზნულად დახია იმისთვის, რომ უკრაინელ მესაზღვრეებს საზღვარზე არ შეეშვათ.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანტონ გერაშჩენკომ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განაცხადა, რომ კოლესნიკოვამ მშობლიური ქვეყნიდან გაძევებას წარმატებით შეუშალა ხელი.

„მარია კოლესნიკოვა ბელარუსიდან ვერ გამოადეპორტეს, იმიტომ, რომ ამ მამაცმა ქალმა საზღვრის გადაკვეთას წარმატებით დაღწია თავი და ბელარუსის ტერიტორიაზე დარჩა. ალექსანდრე ლუკაშენკო მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პირადადაა პასუხისმგებელი,“- აღნიშნა გერაშჩენკომ.

Reuters-ის ინფორმაციით, ბელარუსის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა სააგენტოსთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ამ დროისთვის კოლესნიკოვა დაკავებულია.

„ახლა კოლესნიკოვა დაკავებულია. ზუსტად არ შემიძლია იმის თქმა, სად იმყოფება, მაგრამ დაკავებულია,“- აღნიშნა ანტონ ბიჩკოვსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა