შსს - კოვიდინფიცირებული მეხანძრე-მაშველი, რომელიც ფოთის საავადმყოფოშია გადაყვანილი, თავს კარგად გრძნობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ფოთის სამმართველოს ერთ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დაინფიცირებული მეხანძრე-მაშველი ფოთის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„მეხანძრე-მაშველს გეგმური ტესტი 4 სექტემბერს ჩაუტარდა, რომლის პასუხიც დადებითი იყო. მან გეგმური შემოწმება 2 კვირით ადრე გაიარა რა დროსაც პასუხი უარყოფითი იყო. ის ცვლაში 6 სექტემბერს მორიგეობდა. ყველა თანამშრომელი, ვინც ამ დღეს მუშაობდა გადაყვანალია დაკვირვების ქევშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია. ეპიდემილოგები ახდენენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტებია კვლევას. კოვიდდადებითი მეხანძრე-მაშველი თავს კარგად გრძნობს, მას არ აღენიშნება ვირუსის კლინიკური გამოვლინებები, ის ფოთის საავადმყოფოშია გადაყვანილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა