მამუკა მდინარაძე - სააკაშვილის "ნიანგის ცრემლებით ტირილი", რომ თურმე მის დროს სასამართლო კარგი არ ყოფილა, ფარისევლობაა

"მიხეილ სააკაშვილის "ნიანგის ცრემლებით ტირილი", რომ თურმე მის დროს სასამართლო კარგი არ ყოფილა, ფარისევლობაა", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ უსამართლო სასამართლო საკუთარ თავზე გამოსცადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" სამარკო ნიშანი, სწორედ მათი მმართველობის დროს მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილებები იყო.

„დამერწმუნეთ, მიხეილ სააკაშვილს თავის თავზე არ გამოუცდია ის, რაც მისი მმართველობის დროს გამოსცადა ძალიან ბევრმა უსამართლოდ დაჩაგრულმა ადამიანმა. მან სამართლიანი სასამართლო გამოსცადა, ხოლო მისი მმართველობის დროს ადამიანებმა გამოცადეს უსამართლო მიდგომა და დამოკიდებულება. აღარაფერს ვამბობ წამებაზე და ადამიანების მკვლელობაზე, სასამართლოში უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე, რაც "ნაციონალური მოძრაობის" სამარკო ნიშანი იყო. დღეს, "ნიანგის ცრემლებით" ტირილი მიხეილ სააკაშვილის, რომ თურმე მის დროს სასამართლო არ ყოფილა კარგი, ეს ფარისევლობაა. მისი აღიარებები ემსახურება კონკრეტულ მიზანს, ცოტა მეტი ხმა მიიღოს რომ მეტი მანდატი ჰქონდეს პარლამენტში. თუმცა, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს", -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ" მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად დაასახელა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში ის თანამდებობაზე არასრული ვადით იმუშავებს. მისი თქმით, ხელისუფლების სათავეში 2 წლის განმავლობაში იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა