მამუკა მდინარაძე - იმდენად არიან „ნაცმოძრაობის" და მისი კლასტერის წარმომადგენლები აჭრილი, რომ აღიარებების სერია ვიხილეთ

ბოლო დღეების განმავლობაში იმდენად არიან „ნაცმოძრაობის" და მისი კლასტერის წარმომადგენლები აჭრილი, რომ აღიარებების სერია ვიხილეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლევებს აყალბებდა და პარტიის მხარდამჭერები არ უჭერდნენ მხარს მიხეილ სააკაშვილის პრემიერობას.

„ალბათ, საზოგადოება შეამჩნევდა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში იმდენად არიან აჭრილები „ნაცმოძრაობის“ და მისი კლასტერის წარმომადგენლები, რომ აღიარებების სერია ვიხილეთ. დარწმუნებული ვარ, ეს ლუსტრაცია გაგრძელდება, მათი ამ ისტერიული მდგომარეობიდან გამომდინარე.

ბოლო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, როდესაც თამარ ჩერგოლეიშვილმა გუშინ პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" აყალბებდა კონკრეტულ კვლევებს, კონკრეტულ მონაცემს მალავდა, რაც შეეხებოდა იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს თავის მხარდამჭერებშიც, ანუ „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებშიც კი არ უჭერდნენ მხარს, რომ გამხდარიყო პრემიერი, ან ყოფილიყო პრემიერობის კანდიდატი.

ჩვენ ამას ვსაუბრობდით, რომ გაყალბებული კვლევები ქვეყნდება „ნაცმოძრაობასთან" და მაშინდელ „რუსთავი 2"-თან აფილირებული კონკრეტული ორგანიზაციების მიერ, რომლებიც საველე სამუშაოებს ატარებდნენ, შემდეგ კი ამას ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები აქვეყნებდნენ.

ვნახეთ, მიხეილ სააკაშვილის აღიარება რამდენიმე კვირის წინ, კაცმა აღიარა მძიმე დანაშაულები, რასაც მძიმე შეცდომა დაარქვა. არ ვიცი რას ემსახურებოდა მისთვისაც კი ყოვლად უსარგებლო ვიდეორგოლი”,- განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის პრემიერ - მინისტრობის კანდიდატად დასახელებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პრემიერობაზე სერიოზულად საუბარი არ შეიძლება.

„ბოლო დროს ახალი მიდგომა მივიღეთ. მისმა მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილი შეუკვეთეს და ლევან ვაშალომიძე ჩამოვიდა. არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის პრემიერობაზე სერიოზულად საუბარი, არც მის პრემიერობის კანდიდატობაზე.

ეს ადამიანი საქართველოს მოქალაქეც კი არ არის. არის სისხლის სამართლის დამნაშავე, მხოლოდ ბრალდებული კი არა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ" მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დაასახელა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში ის თანამდებობაზე არასრული ვადით იმუშავებს. მისი თქმით, ხელისუფლების სათავეში 2 წლის განმავლობაში იქნება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს