რუსულ-სერბულ-ბელარუსული სამხედრო წვრთნები ჩატარდება

ბელარუსში რუსულ-სერბულ-ბელარუსული სამხედრო წვრთნები ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაცია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს Telegram არხზეა განთავსებული. მათივე ინფორმაციით, მონაწილეების ბელარუსში ჩასვლა 10-15 სექტემბერს იგეგმება.

„მრავალეროვნული ბელარუსულ-რუსულ-სერბული სამხედრო წვრთნები Slavic Brotherhood 2020 ბრესცკის 38-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის პოლიგონზე ჩატარდება, მონაწილეთა ჩამოსვლა დაგეგმილია 10 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე,“- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წვრთნებს ბელარუსის სპეციალური ძალების წარმომადგენელი გაუძღვება. სამინისტროს ინფრაციით, ბელარუსი, რუსი და სერბი სამხედრო მოსამსახურეები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი მოქმედებების განხორციელებაში ივარჯიშებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა