რომან გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, როდის ჩამოვა - ეს იქნება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ნოემბერში, ეს არის პასუხი

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ნოემბერში დაბრუნდება. მისი შეფასებით, სააკაშვილის განცხადება მის დაბრუნებასთან დაკავშირებით ნათელი იყო.

„მან ნათლად გასცა პასუხი იმ სპეკულაციებს, რომელიც ეხებოდა მის ჩამოსვლას. თქვა, რომ არჩევნებამდე მისი ჩამოსვლა შეიძლება გამხდარიყო არასტაბილურობის წყარო ამ უგუნური ხელისუფლების პირობებში. ამიტომ მან განაცხადა, თუ როდის ჩამოვა - ეს იქნება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ეს იქნება ნოემბერში, ეს არის პასუხი. პირდაპირ განაცხადა, რომ ახლა ჩამოსვლა ნიშნავს სერიოზული მადესტაბილიზებელი პროცესების დაწყებას ხელისუფლების მხრიდან.

მიხეილ სააკაშვილი იქნება არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების მთავარი ფაქტორი, როგორც იყო აქამდეც, ისევე როგორც ის ძალიან აქტიური იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც. დღეში 4-5 ჩართვა ჰქონდა „სკაიპით“. ის მონაწილეობს საარჩევნო პროცესებში, ის არის საარჩევნო კამპანიის ერთ - ერთი აქტიური ნაწილი“, - განაცხადა გოცირიძემ.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით