მამუკა მდინარაძე - როცა  „ევროპული საქართველო“ 600-კაციან სუფრას შლის, ყველას ვურჩევ, ამას მიაქციოს ყურადღება

ნებისმიერ ორგანიზაციას ვურჩევ იყვნენ ობიექტურები“,-ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალსიტებთან განაცხადა.

ჟურნალისტებმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში შეაფასებინეს, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 17 ფაქტი გამოვლინდა.

მამუკა მდინარაძემ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდა, მოსყიდვის კონკრეტულ ფაქტებზე ჰქონდეთ რეაგირება და არა მოგონილ ამბებზე.

„თუ რომელიმე ორგანიზაცია გვეუბნება რატომ მიეხმარეთ მოქალაქეებს მაშინ, როდესაც პანდემიის დროს მთელი ქვეყანა ჩაიკეტა, ეკონომიკას ზიანი მიადგა და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ ჩვენი მოქალაქეები, მათი პრობლემაა.

რაც შეეხება რეალურ მოსყიდვას და დარღვევებს, ნებისმიერ ორგანიზაციას ვურჩევ იყვნენ ობიექტურები.

სჯობს, როდესაც „ევროპული საქართველო“ 600-კაციან სუფრას შლის სადღაც, ვითომ პანდემიასთან დაკავშირებული წესების დაცვით, ამ შემთხვევაში ყველას ვურჩევ, ამას მიაქციოს ყურადღება, მოსყიდვის კონკრეტულ აშკარა ფაქტებს, მათზე ჰქონდეთ ობიექტურ თუ პირობითად ობიექტურ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს რეაგირება და არა იმაზე, რომ რაღაცები გამოიგონონ და ვიღაცას დააბრალონ. ყველა თათბირზე, ყველა გადაწყვეტილების მიღების დროს, ყველა კომუნიკაციისას ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელობა ცდილობს მაქსიმალურად გავაკონტროლოთ და ჩავშალოთ დავალება, რომ ნებისმიერი სპეკულაციისთვის სივრცე იყოს მოსპობილი“,-განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, გამოვლინდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 17 ფაქტი; წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის ფართო მასების გულის მოსაგებად ხელისუფლების მიერ ინიცირებული 2 პროექტი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების - 3; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის - 4; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის - 1; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 18; ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის - 6; მედიის საქმიანობისთვის სავარაუდო ხელის შეშლის - 2 შემთხვევა; ასევე, პოლიტიკური შინაარსის პლაკატების დაზიანების შემთხვევები 13 მუნიციპალიტეტში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა