მიხეილ ხიდურელი - არსებული გამოწვევების მიუხედავად, უმაღლესი რანგის საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების საქართველოში ჩამოყვანა შევძელით

„არსებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით უმაღლესი რანგის საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების საქართველოში ჩამოყვანა,- ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების ვიზიტის ფარგლებში, ევროპელმა და ამერიკელმა სტუმრებმა Majorel-ის თბილისის ფილიალი დაათვალიერეს.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის მიხედვით, პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

აღნიშნული საერთაშორისო კომპანია საქართველოში 2016 წელს შემოვიდა. დღესდღეობით კი Majorel-ს თბილისში ქუთაისსა და ბათუმში1,500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველად სტუმრობენ საერთაშორისო საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები წამყვანი ევროპული და ამერიკული კომპანიებიდან - KPMG, Conway და GDP Global. სამივე მათგანს ტრანსნაციონალურ კომპანიებსა და მთავრობებთან ერთად სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს