გერმანიის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

რუსეთში გერმანიის ელჩი, ბერლინის მხრიდან ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მისივე თქმით, მოსკოვი ბერლინისგან მტკიცებულებებს ელის.

„ბერლინისგან ყველა მონაცემის მოწოდებას ველით, მათ შორის ლაბორატორიული კლევების პასუხებს. ასევე რამე „მტკიცებულებას“, რასაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფლობს. გერმანიის ელჩს სმოლენკაზე ველოდებით. კარტების გახსნის დროა, რადგან ყველასთვის ნათელია, რომ ბერლინი ცრუობს და ბინძურ პოლიტიკურ ალიაქოთშია,“- წერს ზახაროვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს