ადვოკატი - ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ნახავენ საქმის მასალებს, ვიდეომასალებს და დრონის ჩანაწერებს, ვითომ სამძებრო სამუშაოები 72 საათი მიმდინარეობდა და ვიდეოზე მხოლოდ 30 წუთია

თბილისის პროკურატურასთან 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტთან და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან ერთად მივიდა.

როგორც მიხეილ რამიშვილმა პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოჯახის წევრები საკუთარი თვალით ნახავენ საქმის მასალებს, ვიდეომასალებს და დრონის ჩანაწერებს. ასევე ადვოკატი ელოდება, რომ წარმოდგენილი იქნება სატელეფონო ჩანაწერი თეთრიწყაროს პოლიციის თანამშრომელ ჯიმშერ აფციაურსა და იმ მწყემსს შორის, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვა.

,,მოგეხსენებათ, რომ საქართველოს გენერალური პროკურორი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ერთმანეთს შეხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ საქმის მასალას სახალხო დამცველის აპარატი გაეცნობა. აქ იმყოფება არასამთავრობო ორგანიზაცია -ადამიანის უფლებათა ცენტრი და ყველა ერთად შევხვდებით გამომძიებლებს, პროკურორებს და გადავხედავთ საქმის მასალებს, გვექნება სამუშაო პროცესი. ჩვენ ის მოთხოვნები რაც გვქონდა, ისევ ძალაში რჩება. გარდა ამისა, დღეს ჩემი მოთხოვნა დაკავშირებულია სატელეფონო ჩანაწერთან თეთრიწყაროს პოლიციის თანამშრომელ ჯიმშერ აფციაურსა და იმ მწყემსს შორის, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვა. ისევ ძალაშია მოთხოვნა სატელიტიდან გადაღებულ სურათებთან დაკავშირებით. ოჯახის წევრები საკუთარი თვალით ნახავენ საქმის მასალებს, ვიდეომასალებს და დრონის ჩანაწერებს, რომლითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არავითარი სამძებრო ღონისძიება არ ჩატარებულა, ვითომ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა 72 საათი და ვიდეოზე მხოლოდ 30 წუთია, 9 ვიდეოჩანაწერია გაკეთებული,” - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა