ლუკაშენკო - შესაძლოა, პრეზიდენტის სკამზე ყოფნისას გადავაჭარბე, შესაძლოა, მაჩვენებენ არა მხოლოდ ტელევიზორში, არამედ უთოდან და ჩაიდნიდანაც, თუმცა ახლა ბელარუსების დაცვა მხოლოდ მე შემიძლია

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს, - „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ეს განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა რუსულ მედიასთან საუბრის დროს გააკეთა.

ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, არჩევნები , შესაძლოა, საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ ჩატარდეს.

რაც შეეხება ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოსთან ურთიერთობას, ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ამას არ აპირებს, იმიტომ, რომ არ იცის „ვინ არიან ეს ადამიანები.“

გარდა ამისა, ლუკაშენკომ ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ახლა ბელარუსების დაცვა მხოლოდ მას შეუძლია.

„შესაძლოა, მე ამ სკამზე ყოფნის დროს ცოტა გადავაჭარბე. შესაძლოა, მე მაჩვენებენ არა მხოლოდ ტელევიზორში, არამედ უთოდან და ჩაიდნიდანაც. თუმცა ახლა ბელარუსების დაცვა მხოლოდ მე შემიძლია“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს