საერთაშორისო გამოცემა Capacity Media - წამზომი ჩართულია - საქართველომ „კავკასუს ონლაინის“ მფლობელებს ახალი ულტიმატუმი წარუდგინა

საერთაშორისო გამოცემა Capacity Media-მ გამოქვეყნებულ სტატიაში, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის პრობლემები და „კავკასუს ონლაინის“ წილის გასხვისებასთან დაკავშირებული პრობლემა მიმოიხილა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „კავკასუს ონლაინიდან“ აცნობეს, Capacity Media-ში სტატია გამოქვეყნდა სათაურით - „წამზომი ჩართულია - საქართველომ „კავკასუს ონლაინის“ მფლობელებს ახალი ულტიმატუმი წარუდგინა“.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიამ სხდომა გამართა და „კავკასუს ონლაინის“ აქციების ახალ მფლობელს წილის დაბრუნების ახალი ვადა დაუთქვა.

„კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინის“ აქციების ახალ მფლობელს წილის დაბრუნების ახალი ვადა დაუთქვა.

საინვესტიციო გარიგება კომუნიკაციების კომისიამ 2019 წლის აგვისტოშივე გაასაჩივრა და განაცხადა, რომ არ იყო ინფორმირებული „კავკასუს ონლაინის“ წილის 49%-ის გასხვისების შესახებ, რაც კანონის დარღვევად შეაფასა.

ხელისუფლებამ ივლისის შუა რიცხვებში „საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ შეცვალა და კომისიას საეჭვო უფლებები მიანიჭა. ამ უფლებით უკვე ისარგებლა კომუნიკაციების კომისიამ და კომპანიას ულტიმატუმი წაუყენა: „კავკასუს ონლაინის წილის ახალმა მფლობელმა 20 სექტემბრამდე გარიგება უნდა გააუქმოს, ან მას „სპეციალურ მმართველს“ დაუნიშნავენ, რომელსაც ყველაფრის განკარგვის უფლება მიენიჭება.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიამ „კაპიტალსიტის“ კითხვებზე განაცხადა, რომ: „კომისია, როგორც წესი, კომპანიებისგან ბენეფიციარების შესახებ რეესტრის განახლების ინფორმაციას ითხოვს. 11 თვის წინ, ამ სტანდარტული პროცედურის გავლის შემდეგ გამოვლინდა, რომ „კავკასუს ონლაინმა“ ისე შეცვალა კომპანიის 49%-ის მფლობელი, ამის შესახებ მარეგულირებლისთვის არ შეუტყობინებია“.

კომპანიის 49% ის ახალი ბენეფიციარი „ნექსოლ ჰოლდინგის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წილის შეძენამდე, გარიგების კანონიერების შემოწმების მიზნით, მათ ურთიერთობა ჰქონდათ სახელმწიფოს უმაღლეს ორგანოებთან, კომუნიკაციების კომისიასთან და სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურთან.

მიუხედავად ამისა, კომუნიკაციების კომისია ამტკიცებს, რომ აქციების საკუთრების უფლებაზე ცვლილებების შესახებ ისინი ინფორმირებულნი არ იყვნენ. ბოლო 11 თვის მანძილზე კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ რამდენჯერმე გააფრთხილა და დააჯარიმა, მათ შორის: 30 000 და 90 000 ლარით და ბოლოს 3-ჯერ გამოიყენა ფულადი ჯარიმის უმაღლესი ოდენობა - 270 000 ლარი.

ახალ ბენეფიციართან გარიგების გაფორმების შემდეგ, „კავკასუს ონლაინმა“ „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის ფარგლებში, აზიის და ევროპის ახალი ინფრასტრუქტურით დასაკავშირებლად, მოძველებული საკაბელო ქსელის რეაბილიტაციისთვის მზადება დაიწყო.

„კაპიტალ მედიას“ კომპანიაში უდასტურებენ, რომ „ნექსოლ ჰოლდინგის“ განზრახვა არ შეცვლილა და ისინი „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტისთვის საქართველოში ინვესტიციის განსახორციელებლად მზად არიან.

„ძალიან გაკვირვებულები და იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ქმედების შემდეგ, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს ჩვენი პროექტის ჩაშლას და ქვეყნის ეკონომიკის შეფერხებას. ინვესტიცია, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ვაპირებთ, ევროპასთან რეგიონის უმაღლესი საიმედოობის ციფრულ კავშირს უზრუნველყოფს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩაერევა კომისიის გადაწყვეტილებებში და უზრუნველყოფს კანონიერების და ჩვენი ინვესტიციის დაცვას“, - აცხადებს კომპანიის სტრატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თემურ ტაგიევი.

ივლისის შუა რიცხვებში საქართველოს პარლამენტმა „კანონში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ ცვლილებები მიიღო და კომუნიკაციების კომისიას მიანიჭა უფლება, კავშირგაბმულობის კომპანიებში დროებითი სპეციალური მმართველი დანიშნოს. სპეციალურ მმართველს შეეძლება შეცვალოს კომპანიის დირექტორი; გაწყვიტოს მანამდე არსებული ხელშეკრულებები და გააფორმოს ახალი; გაასაჩივროს მიღებული გადაწყვეტილებები; განკარგოს მოგება და შემოსავალი; შეასრულოს კომპანიის მმართველისთვის მინიჭებული ყველა სხვა ფუნქცია.

ამას აკეთებს კომუნიკაციების კომისია მას შემდეგ, რაც ევროკავშირისგან მიიღო გრანტი 1,7 მილიონი ევროს ოდენობით, ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციების საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის. ეს ყველაფერი მარეგულირებელს 2017-2019 წლებში უნდა შეესრულებინათ“, - აღნიშნულია სტატიაში.

მათივე ცნობით, გამოცემა Capacity Media წაროადგენს სპეციალურ მედიასაშუალებას საკომუნიკაციო ბაზრის შესახებ, რომელიც ყველდღიურად აშუქებს საბითუმო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების და მსხვილი მიმწოდებლების ამბებს და მისი ძირითადი ამოცანა ბიზნესის იმ პრობლემების გაშუქებაა, რომლებსაც ოპერატორები ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო ბაზარზე აწყდებიან. https://www.capacitymedia.com/about

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება