თამაზ ხომასურიძე გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამა, თამაზ ხომასურიძე გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს პროკურორებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. როგორც ხომასურიძე განმარტავს, მან გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა. ახლა ის ჯერ საქმის პროკურორთან, საღამოს კი ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს.

ხომასურიძის განმარტებითვე, მან ორ პროკურორთან შეხვედრაზე კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო.

„მირიან ნიკოლაძეზე საჩივარი დამაწერინეს. თუ საღამოს შოთაძე არ შემხვდება, აქ თავს მოვიკლავ. უკვე მაქვს ისეთი წამალი დალეული, ანტიდოტი თუ არ მივიღე, საღამოს მოვკვდები. შევატყვე, ამ პროკურორებს, რომ ჩემკენ იყვნენ, მაგრძნობინეს რომ მართალი ვარ", - განაცხადა ხომასურიძემ.

ცნობისთვის, თამაზ ხომასურიძემ საქმის პროკურორთან შეხვედრის მოთხოვნით დღეს თავის დაწვა სცადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა