თამარ ბაჩალიაშვილის დედა - მანქანაში სისხლის კვალი, სავარაუდოდ, თამუნას ეკუთვნის

მანქანაში სისხლის კვალი, სავარაუდოდ, თამუნას ეკუთვნის, ვინ გადაიჭრიდა იქ ვენებს. ან ინექციას უკეთებდნენ, ან ძალით ასმევდნენ რამეს და ამის ბრალია, - ამის შესაბ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა.

თამაზაშვილის თქმით, მისი დნმ-ი და ანაბეჭდები აუცილებლად უნდა აღმოჩენილიყო მანქანაში, თუმცა ექსპერტიზის დასკვნა „ხელახლა გადაწერილია”.

„ამათი პირით უნდა მოვისმინო, ასე ურცხვად რომ იტყუებიან. პროკურორი გამოდის და ამბობს, რომ მანქანაში არავის დნმ-ი არ აღმოჩნდა. რასაც ეუბნებიან, იმას ლაპარაკობს. რისი იმედი ჰქონდათ, რომ დანარჩენ დასკვნას არ წავიკითხავდით? რატომ არ აღმოჩნდა ჩემი ანაბეჭდები თუ თავიდან არ გადაწერეს ეს დასკვნა? ძალიან ბევრ რამეზე არ აქვთ პასუხი, არც იმაზე, რომ ჩემი სახლის წინ იდგა „ტოიოტა ქამრი”. შედიოდა „ვაიფაიში“, გაშიფრეს, რომ თამუნა ნორვეგიაში აპირებდა წასვლას და იმიტომ მოიშორეს, რომ ფაქტები იქ არ წაეღო.

ისევ მოვითხოვთ სატელიტების სურათებს და მაჩვენონ ის ღია წერილი, როგორ მისწრეს FBI-ს და თუ მისწერეს საერთოდ“, - აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში რამდენიმე ადგილას, სავარაუდოდ, სისხლის ლაქები იქნა აღმოჩენილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა