სავაჭრო პალატა მეწარმეებისთვის FIDIC-ის პრაქტიკულ ტრენინგს გეგმავს

სავაჭრო პალატა მეწარმეებს FIDIC -ის ტიპის ხელშეკრულებების პრაქტიკულ ასპექტებსა და ძირითადი გამოწვევებზე ტრენინგს სთავაზობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო პალატიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ტრენინგის პროცესში მსმენელები ინფორმაციას მიიღებენ ისეთი საკითხებზე როგორიცაა: FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულებები და ძირითადი განსხვავებები წიგნებს შორის, ინჟინრის როლი ხელშეკრულებაში, სამუშაოების შეჩერება და მისი სამართლებრივი შედეგები. ასევე, გამოსწორების შეტყობინებასთან (Notice to Correct) დაკავშირებული საკითხები, ხელშეკრულების შეწყვეტა, საჩივრები, დავის გადაწყვეტის მექანიზმები და სხვა.

„სესია დისკუსიის რეჟიმში წარიმართება. ტრეინინგს სავაჭრო პალატის მოწვეული ექსპერტი, სალომე წურწუმია გაუძღვება, რომელსაც აქვს რამდენიმე წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო დარგში, მათ შორის FIDIC-ის ტიპის სხვადასხვა სახის საკონსულტაციო და სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმების, მიმდინარეობის და დასრულების კუთხით. მეწარმეებს ტრენინგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და პროგრამის გაცნობა სავაჭრო პალატის ვებ-გვერდზე ( www.gcci.ge) შეუძლიათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო