ირმა ნადირაშვილი - „ევროპული საქართველო“ ორიენტირებულია მომავალზე, გარდამტეხ ცვლილებებზე

„ევროპული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ შედარება „პატრიოტთა ალიანსთან“ არასწორია, რადგან „მათ არ აქვთ საერთო ინტერესები არც „ქართულ ოცნებასთან“ და საკუთარი პოლიტიკით „ევროპული საქართველო“ არ ასხამს წყალს ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე“.

როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, „ევროპული საქართველო“ ორიენტირებულია მომავალზე, გარდამტეხ ცვლილებებზე, კონკრეტულ გეგმაზე და ამ პრიორიტეტებით პარტია განსხვავდება როგორც „ნაციონალური მოძრაობისაგან“, ისე „ქართული ოცნებისაგან“.

„მინდა გამოვეხმაურო ბატონი დავით კირკიტაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ევროპული საქართველო“ „პატრიოტთა ალიანსს“ დაემსგავსა. „პატრიოტთა ალიანსთან“ მსაგვსება არის, როდესაც საერთო ინტერესები გაქვს „ქართულ ოცნებასთან“ და ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება ბიზნეს ინტერესებიც კი იყოს. „პატრიოტთა ალიანსი“ ხარ, როდესაც ნებით თუ უნებლიედ, შენი პოლიტიკით და საარჩევნო მიმართულებებით ასხამ წყალს ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე, თუმცა ჩვენ ეს ინტერესები ნამდვილად არ გვაქვს. როდესაც გინდა 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება, როდესაც ქვეყანში იყო ერთპიროვნული მმართველობა, ისევე როგორც ეს არის დღეს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დროს, როცა ერთი პოლიტიკური ძალის ხელშია თავმოყრილი აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება.

„ევროპული საქართველო“ ორიენტირებულია მომავალზე, გარდამტეხ ცვლილებებზე, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანების გაჭირვებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, იმაზე, რომ ერთი კონკრეტული ძალის ხელში არ იყოს მოქცეული ძალაუფლება თავმოყრილი. ეს არის „ევროპული საქართველოს“ მთავარი პრიორიტეტები, ეს არის სხვაობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ქართულ ოცნებასთან“, - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა