გიორგი ვაშაძე - ჩემი პრემიერობის დროს ანგარიშსწორებას დავასრულებთ და სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა ექნება

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ანგარიშსწორება და მისი პრემიერობის დროს სააკაშვილს ქვეყანაში ჩამოსვლის შესაძლებლობა ექნება, რადგან მათ ვისაც ქვეყნის აღმშენებლობაში ჩართვა სურს, ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.

ვაშაძის თქმით, ის აპირებს, რომ გახდეს პროდასავლური კოალიციის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

„როდესაც მე გავხდები საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ამ ქვეყანაში ანგარიშსწორებას და რევანშს დავამთავრებთ. მიხეილ სააკაშვილს ჩემი პრემიერობის დროს ექნება შესაძლებლობა საქართველოში ჩამოვიდეს. ხალხი გადაწყვეტს თუ ვინ იქნება ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალა. ვაპირებ პროდასავლური კოალიციის მიერ მხარდაჭერილი პრემიერ-მინისტრი ვიყო. კარგია, რომ ოპოზიციის მხრიდან მეტი კანდიდატი იქნება. ჩვენ ხალხის მხარდაჭერისთვის ვიბრძვით და საბოლოო ჯამში, ხალხი იღებს გადაწყვეტილებას. მე ვაპირებ, რომ გავხდე ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პროდასავლური კოალიციის მიერ მხარდაჭერილი. იმიტომ, რომ მინდა ქვეყანაში არსებული კრიმინალი და სიღარიბე დავამარცხო. ჩვენი კონკურენტი დამსხვრეული ოცნებების მთავრობაა, რომელმაც ქვეყანას პერსპექტივა წაართვა“, - განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა