ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, მოთხოვნა, რომ „ევროპული საქართველო“ რეგისტრაციიდან მოიხსნას, აბსურდულია

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გურიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, მოთხოვნა, რომ „ევროპული საქართველო“ რეგისტრაციიდან მოიხსნას, აბსურდულია, რადგან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე „ევროპული საქართველო“ ბლოკში თანაბარ საარჩევნო სუბიექტებს წარმოადგენდენ.

გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება, სუს-ი და სუს-ის აგენტები ცდილობენ შეზღუდონ ის პარტია, რომელსაც კონკრეტული გეგმა აქვს გარდამტეხი ცვლილებებისათვის.

„ევროპული საქართველო“ არის ის ერთადერთი პარტია, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა შეიცვალოს დღევანდელი სიტუაცია, როგორ უნდა დამარცხდეს უმუშევრობა და სიღარიბე და შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ დღევანდელი ხელისუფლება, სუს-ი და სუს-ის აგენტებიც თავისი სატელიტი პარტიებით ყველაფერს ცდილობენ, რათა გაუქმდეს „ევროპული საქართველოს“ რეგისტრაცია. თუმცა, ჩვენ შემთხვევაში, სამართლებრივად იმდენად გამართული საკითხია, რომ როგორც პირველ ინსტანციაში, იმედი მაქვს, რომ მეორე ინსტანციის სასამართლოც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ რეგისტრაციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, რადგან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, „ევროპული საქართველო“ იყო ისეთივე თანაბარი სუბიექტი საარჩევნო ბლოკისა, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ და შესაბამისად, წარდგენა ორივე პარტიიდან თანაბრად მოხდა“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს