საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში გადადის

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი თვითიზოლაციაში გადადის მას შემდეგ, რაც მას კონტაქტი ჰქონდა ტურ დე ფრანსის დირექტორთან, კრისტიან პრიუდომთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, -ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრის დროს ორივეს პირბადე ეკეთა, თუმცა, ჟან კასტექსი კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხის მიღებამდე თვითიზოლაციაში ყოფნას გეგმავს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა იგივე უნდა გააკეთონ, რის გაკეთებასაც მოქალაქეებისგან ითხოვენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო