დავით ბაქრაძე - ჩვენი გეგმაა, ნაკლები ფული მთავრობას, მეტი ფული, მეტი კეთილდღეობა და ეკონომიკური განვითარება ხალხს

ჩვენი გეგმაა, ნაკლები ფული მთავრობას, მეტი ფული, მეტი კეთილდღეობა და ეკონომიკური განვითარება ხალხს , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ გორში მხარდამჭერებთან შეხვედრისას პარტიის ეკონომიკურ გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

დავით ბაქრაძის თქმით, არჩევნების შემდეგ გარდამტეხი ცვლილებები პირველ რიგში, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებას უნდა ეხებოდეს.

ამასთან, პარტიის ლიდერმა პენსიების და სოციალური დახმარებების გაორმაგება დააანონსა.

„ჩვენი პოლიტიკაა, რომ „ევროპული საქართველო“ უნდა იყოს თქვენი კომპასი სწორი ცვლილებების გზაზე. სწორი ცვლილებებია ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება და სამუშაო ადგილების შექმნა გადასახადების შემცირების გზით, რომ ნაკლები ფული წაიღოს მთავრობამ და მეტი ფული დარჩეს ბიზნესს, რომ ოჯახებს დაეზოგოთ თანხა გადასახადებზე, რომ ფასები აღარ გაიზარდოს, ესაა ჩვენი კონკრეტული გეგმა, რომელიც შეიძლება გაკეთდეს წლის ბოლომდე. ჩვენი კონკრეტული გეგმაა დავეხმაროთ განსაკუთრებით გაჭირვებულებს, პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს, დევნილებს, ომის ვეტერანებს. ჩვენი გეგმაა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება გადავცეთ ხალხს, დავამარცხოთ კრიმინალი და შევქმნათ დამოუკიდებელი სასამართლო“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო:ჩვენი გეგმაა - ნაკლები ფული მთავრობას, მეტი ფული და მეტი ეკონომიკური განვითარება ხალხს - დავით ბაქრაძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა