დავით მათიკაშვილი - მიხეილ სააკაშვილი არსად ჩამომსვლელი არაა, ის არის მხდალი, ჩვეულებრივად კარიკატურული ფიგურა

მიხეილ სააკაშვილი არსად ჩამომსვლელი არაა, ის არის ძალიან მხდალი პიროვნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით მათიკაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივად კარიკატურული ფიგურა.

„სამწუხაროა ამას რომ ვამბობ ისეთ ადამიანზე, რომელიც წლების წინ საქართველოს ხელმძღვანელობდა. ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი კარტიკატურული ფიგურა, ჩვეულებრივი მატყუარა, რომელიც სულ იტყუებოდა, მთელი მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. იტყუებოდა შემართებით და ამ ტყუილს ამატებდა იმას, რომ ძარცვავდა, ცემდა, კლავდა, სამშობლოს მიწა-წყალს აბარებდა მტერს. დღეს მას შეუძლია მხოლოდ ტყუილი. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ქვეყნის მთავარსარდალი როგორ იყო მიწაზე გართხმული და როგორ არცხვენდა ამით ყველა ქართველს. ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ის იყო ძალიან დიდი მატყუარა, უბრალოდ მაშინ საზოგადოებამ ეს ტყუილები გაატარა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

დეპუტატის აზრით, მიხეილ სააკაშვილის სიტყვები დაბრუნების შესახებ და ცრემლები, მის ელექტორატზე იყო გათვლილი.

„ნიანგის ცრემლები“ ხშირად ნახა საზოგადოებამ, გუშინ კიდევ ერთხელ დაგვდო პატივი და გვითხრა, რომ დათანხმდა, აიღოს ეს პასუხისმგებლობა, თითქოს ქართველი ერი მას ამას სთხოვდა - არავინ არაფერს სთხოვდა.

სააკაშვილის განცხადებებით სამი რამის ლუსტრაცია მოხდა. პირველი - როცა სააკაშვილი ამბობდა, რომ ის ბოდიშს იხდიდა შეცდომებისთვის, სინამდვილეში მან აღიარა ძალიან მძიმე დანაშაულები და შეცდომასა და დანაშაულს შორის არის ძალიან დიდი ზღვარი. მეორე დიდი ლუსტრაცია მოხდა მაშინ, როცა ის წარადგინეს პრემიერ - მინისტრობის კანდიდატად და ამით დაირქვეს კრიმინალური დაჯგუფების სახელი. ამ პიროვნების მიმართ სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილია განაჩენები, რომლითაც მას ბრალი მიუძღვის ძალიან მძიმე დანაშაულებების ჩადენაში. ევროსასამართლომაც დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი გახლავთ ჩვეულებრივი კრიმინალი. მაშინ, როცა კრიმინალს საზოგადოება ირჩევს ბელადად, ის საზოგადოებაც აფილირდება კრიმინალის გარშემო. მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ შეცდომებზე ისწავლა. მან ძალიან კარად იცის, ვის უნდა ენდოს და ვის არა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო