მარიამ ჯაში სამიტზე გაეროს მდგრადი განვითარებისა და საყოველთაო ჯანდაცვის მნიშვნელობას განიხილავს

„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" ლიდერი, გლობალური საპარლამენტო კავშირის UNITE აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში, პარლამენტართა პირველ სამიტზე, ჯანდაცვის გლობალურ ლიდერებთან ერთად, გაეროს მდგრადი განვითარებისა და საყოველთაო ჯანდაცვის მნიშვნელობას განიხილავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსიდან“ აცნობეს, გლობალურ სამიტში მონაწილეობას იღებენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი (WHO), საპარლამენტო კავშირის (IPU) გენერალური მდივანი, UNITE პრეზიდენტი, გაეროს შიდსის პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი (UNAIDS) და სხვა ლიდერები.

მარიამ ჯაშის გამოსვლა გლობალურ სამიტზე დღეს, 8 სექტემბერს, თბილისის დროით 18:40 სთ-ზე დაიწყება.

„ჩემთვის უდიდესი პატივია, შევუერთდე გლობალური ჯანდაცვის ლიდერებს პარლამენტართა პირველ სამიტზე, რომელიც პანდემიის პირობებში განიხილავს გაეროს მდგრადი განვითარებისა და საყოველთაო ჯანდაცვის მნიშვნელობას.” - აცხადებს მარიამ ჯაში.

იხილეთ სამიტის ბმული:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო