კელი დეგნანი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეწვია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ეწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აუდიტის სამსახურიდან აცნობეს, გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის მიღწევები, უწყებაში დანერგილი სიახლეები და აქტუალურ თემებზე ჩატარებული და მიმდინარე საერთაშორისო პარალელურ აუდიტებთან დაკავშირებული საკითხები და პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სტატუსი გააცნო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი მექვაბიშვილმა ისაუბრა აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურთან თანამშრომლობის პროექტზე, რომელიც USAID-ის ხელშეწყობით დაიგეგმა. აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურთან (GAO) ერთობლივი პროექტი ეფექტიანობის აუდიტის მიგნებების და გაცემული რეკომენდაციების ზეგავლენის შეფასებისა და პროფესიული დახელოვნების მიმართულებებს მოიცავს.

„ძალიან საინტერესო და ინფორმატიული შეხვედრა მქონდა გენერალურ აუდიტორთან, სადაც განვიხილეთ სახელმწიფო ინსტიტუტებში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა. USAID-ი და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა 2011 წლიდან თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან მისი საქმიანობის განვითარების კუთხით. ძალიან შთამაგონებელი და იმედის მომცემია ის პროგრესი, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიაღწია მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. მათი საქმიანობა ემსახურება საზოგადოების წინაშე სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას ფუნქციონირებისა და ფინანსების განკარგვის კუთხით“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩთან შეხვედრას გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკა ღაზაძე და USAID-ის ფინანსური ოფისის დირექტორი გაგიკ მელკუმიანი ესწრებოდნენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო