ბაჩანა ლობჟანიძე - თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში სხვა პირის დნმ-იც აღმოჩნდა, ცხადია, ეს სუიციდი არ არის

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, თბილისის პროკურატურაში მივიდა.

ლობჟანიძის თქმით, ექსპერტიზას აღარ ენდობა და საგამოძიებო ორგანოდან საკუთარი ლეპტოპის და მობილურის წამოღებას გეგმავს.

"დღეს მოვედი ჩემით, არ ვიცი რა მოქმედებები ხორციელდება ჩემს ლეპტოპზე, გამომძიებელი მეუბნება, რომ არ იცის ზუსტად გადავიდა თუ არა ექსპერტიზაზე ჩემი ლეპტოპი, თან მეუბნება, რომ თუ ექსპერტიზა დაიწყება დათვალიერება აუცილებლად ჩემთან ერთად მოხდება. უკვე რამდენიმე კვირა გავიდა, რაც ლეპტოპი იქაა და არ ვიცი ასე რატომ გაჭიანურდა. მე აღარ ვენდობი ექსპერტიზას და მოვედი, რომ წავიღო ლეპტოპიც და მობილურიც”, - განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.

მისივე განცხადებით, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურს ეძებდა და კონკრეტულ პროექტზე მუშაობდა, რაც მისი მხრიდან თვითმკვლელობას გამორიცხავს.

,,მანქანაში აღმოჩნდა სხვა პირის დნმ-იც, იკვეთება სხვა პირებიც. ჩემი დნმ-იც აღებული აქვთ, თუმცა არ ვიცი რა ანალიზი მოხდა. ცხადია, რომ ეს სუიციდი არ არის. თამარმა მესამე სამსახურში გააგზავნა CV-ი 13 ივლისს. ბოლო კვირას ხდება თამარის დაკავშირება ,,ქონექტთან”, თამარს მათ მიერ მიცემული დავალება უნდა გაეგზავნა 20 ივლისს, რომელზეც მუშაობდა. აქ ხაზს ვუსვამ იმას, რომ ეს არ იყო სუიციდი, თამარი კიდევ სხვა სამსახურს ეძებდა და მუშაობდა იმისთვის, რომ აეყვანათ ამ კომპანიაში”, - განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს