თამარ ბაჩალიაშვილის დედა - სატელიტის კადრებზე პროკურატურაში გვითხრეს, რომ მოთხოვნა გაგზავნილი აქვთ

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, პროკურატურაში განუცხადეს, რომ სატელიტის კადრების თაობაზე მოთხოვნა გაგზავნილი აქვთ.

როგორც თამაზაშვილმა მედიას თბილისის პროკურატურის დატოვების შემდეგ განუცხადა, ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხი არ არის.

,,სატელიტის კადრებზე გვითხრეს, რომ მოთხოვნა გაგზავნილი აქვთ, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ არის. მანქანიდან ამოსულ დნმ-ზე გვითხრეს, რომ ჩემი დნმ-ი გადასართავ კოლოფზე ამოვიდა. მე კოლოფისთვის არასდროს არ მომიკიდებია ხელი, ბოლო დღეს ჩემმა მეზობლებმა თვითონ გაიხსენეს, რომ მე უკანა სავარძელზე ვიჯექი. თუ ოდესმე მომიკიდებია, იმდენჯერ შეეხებოდა თამუნა, რომ ეს დნმ-ი წაიშლებოდა. იმ მდედრობითი სქესის დნმ-ის გასაღება ჩემ დნმ-ად უნდათ, გაასაღონ”, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, პროკურატურაში განუცხადეს, რომ მანქანის გადასართველი კოლოფიდან ამოსული ქალის დნმ-ი მის დნმ-ს ემთხვეოდა, თუმცა ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან თამარის გაუჩინარებამდე, ბოლო დღეს ის უკანა სავარძელზე იჯდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო