თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, მისი მოთხოვნაა, რომ საქმეში FBI-ს ექსპერტები ჩაერთონ

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, ხვალ ოჯახი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს შეხვდება.

თამაზაშვილის თქმით, პირადად მისი მოთხოვნა იყო, რომ თუ საქმეში FBI-ს გამომძიებლების ჩართვა ვერ ხერხდებოდა, მათი ექსპერტები ჩართულიყვნენ, რათა ექსპერტიზა ბოლომდე მიეყვანათ.

"სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა წერილობით გამოითხოვა საქმის მასალები, ჩვენ მათ ხვალ შევხვდებით, საქმეში იქნებიან უშუალოდ ჩართულები და გაეცნობიან მასალებს.

პირადად ჩემი მოთხოვნა იყო, რომ რადგან FBI-ს გამომძიებლების ჩართვა არ შეიძლება, იქნებ მათი ექსპერტები მაინც ჩაერთონ ამ ექსპერტიზის დასასრულებლად. ამ საკითხთან დაკავშირებით მიხეილ რამიშვილმა ხვალ უნდა დააყენოს შუამდგომლობა და შემდეგ გაგვცემენ პასუხს”, - აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა