ჯაბა ჯიშკარიანი „მზიურის“ პარკში სათვალთვალო კამერების დამონტაჟების ინიციატივით გამოდის

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ჯაბა ჯიშკარიანი დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე „მზიურის“ პარკში უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად სათვალთვალო კამერების დამონტაჟების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოლიდარობის ალიანსიდან“ აცნობეს.

როგორც ჯიშკარიანი აცხადებს, მან შუამდგომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე გადააგზავნა და რეაგირებას თბილისის მერისგანაც ითხოვს.

„მოქალაქეების ჯგუფმა, კონკრეტულად მშობლებმა მომმართეს „მზიურის“ პარკის ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ. შუამდგომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავაგზავნე, შსს-დან და კახი კალაძისგან რეაგირებას ვითხოვ. „მზიურის“ პარკი გაკეთდა და ძალიან კარგია. ეს ცენტრალური ხელისუფლების პროექტი იყო და ამას ყველა მივესალმებით, მაგრამ იქ დღეს არც ერთი სათვალთვალო კამერა არ არის დაყენებული და თითქმის ყოველდღე მოზარდებს შორის ძალადობა ხდება. მინდა, ვსთხოვო შინაგან საქმეთა მინისტრს და თბილისის მერს, რომ უსაფრთხო გარემოს შექმნა უზრუნველყონ. კერძოდ, სათვალთვალო კამერები დამონტაჟდეს. დღეს პარკში მერიის უსაფრთხოების სამსახურის ოთხი დაცვის თანამშრომელია, რომლებიც აცხადებენ, რომ ვერ აუდიან ფართო ტერიტორიიდან გამომდინარე, ბავშვებისთვის ყურადღების მიქცევას. თუ მერიის უსაფრთხოების სამსახური ამ ყველაფერს თავს ვერ ართმევს, მაშინ დაცვის პოლიციას ვსთხოვოთ ამ ადამიანებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. ამ განცხადებაზე არის რამდენიმე ხელმომწერი, მშობლები, რომელთა შვილებიც დაზარალდნენ და მინდა, ამასთან დაკავშირებით რეაგირება მოახდინოს ბატონმა ვახტანგ გომელაურმაც. ეს სწრაფად არის გასაკეთებელი, რათა შესაძლოა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ძალიან ცუდი შემთხვევა მოხდეს. აქ მარტო „მზიურზე“ საუბარი არ არის. არამედ თბილისში არსებულ ყველა სკვერზე, სადაც მოზარდები იკრიბებიან და რაღაც მიზეზების გამო პოლიციის ყურადღება არის ნაკლები შესაძლო ფატალური შედეგების მიმართ. ათი დღის განმავლობაში, იმედია, წერილობით პასუხს გვაცნობებენ“, - აცხადებს ჯაბა ჯიშკარიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა