თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - გამოძიება ახლა მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს, მიდის მტკიცებულებების მოპოვება

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროკურატურაში დააყენა შუამდგომლობა, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში FBI-ის ექსპერტები ჩაერთონ.

როგორც რამიშვილმა თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საკითხი სამართლიანობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რათა კითხვის ნიშნები არ დარჩეს.

“ჩვენი მოთხოვნაა, სამართლიანობა რომ იყოს მიღწეული, ამისთვის საჭიროა, რომ ყველაფერი იყოს კონტროლის ქვეშ და არავის მხრიდან არ მოხდეს თავისი ძალაუფლების გამოყენება და საქმის ჩაფარცხვა. არ დარჩეს კითხვის ნიშნები, ამიტომ სამართლიანობის თვალსაზრისით ოჯახის და ჩვენი პოზიცია არის ეს.

ჩვენი კითხვები არის შემდეგი, თავიდანვე ვამბობდი, რომ არ შეიძლება მხოლოდ ვერსიების არსებობა, ვერსიებთან ერთად უნდა მუშაობდეს გამოძიებაც, რომ მტკიცებულების მოპოვება მიმდინარეობდეს და ეს მტკიცებულებები იმ ვერსიებს უნდა ემსახურებოდეს და ამყარებდეს თვალსაზრისებს, რათა შემდეგ ეს ვერსიები კვალიფიკაციის თვალსაზრისით არსებობდეს”,- განაცხადა რამიშვილმა.

მისი თქმით, გამოძიება მკვლელობის ვერსიაზე და ამ კუთხით მტკიცებულებების მოპოვებაზე მუშაობს. როგორც ის აცხადებს, ამ პროცესში, შესაძლოა, გამოძიება გარკვეულ პიროვნებებამდე მივიდეს, რაც გარემოებებს შეცვლის.

რაც შეეხება მწყემსს, რომელმაც სამართალდამცველებს თამარ ბაჩალიშვილის მანქანის პოვნის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რამიშვილი აცხადებს, რომ სატელეფონო ჩანაწერებს, რომელიც მწყემსისა და პოლიციის თანამშრომლის საუბარს ასახავს, ხვალ გაეცნობა.

"ჩვენ გვქონდა პოზიცია, რატომ შეიძლება არ ყოფილიყო ეს მკვლელობის სიტუაცია? გამოძიება ახლა ამ ვერსიაზე მუშაობს და არა მხოლოდ ვერსიაზე, არამედ დღეს მიდის მუშაობა მტკიცებულებების მოპოვებაზე.

დღეს მოვიდა თითქმის სრულად ყველანაირი სატელეფონო კავშირები. დიდი მასალაა სატელეფონო კავშირების, ხვალ უკვე დეტალურად გავეცნობი. ჩემი ერთ-ერთი შუამდგომლობა იყო, რომ ჩემთვის დეტალურად იყოს ცნობილი მწყემსსა და ჯიმშერ აფციაურს შორის ზუსტად როდის ხდებოდა კომუნიკაცია, რომ გავარკვიოთ რამდენად სიმართლეს ამბობენ ჩვენებებში”,- განაცხადა რამიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო