თურქეთში პირბადის ტარება ნებისმიერ სივრცეში სავალდებულო ხდება, გარდა საცხოვრებელი სახლისა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს საკონსულტაციო საბჭოსა და ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, თურქეთის მთელ ტერიტორიაზემოსახლეობა ვალდებულია პირბადე ატაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ადგილობრივმა მოსახლეობამ და ქვეყნის სტუმრებმა პირბადე უნდა ატარონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. პირბადის მოხსნა მხოლოდ სახლშია შესაძლებელი.

ახალი რეგულაციის მიხედვით, პირბადის ტარება აუცილებელია ქუჩაში, პარკებში, ბაღებში, პიკნისთვის განკუთვნილ ადგილზებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სამუშაო ადგილებზე. ხელისუფლებამ ასევე აკრძალა მოსახლეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ფეხზე დგომით გადაადგილება.

გასული კვირის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 9673 ადამიანი შეადგინა. 5 სექტემბერს კი დაინფიცირების მაჩვენებელმა ისტორიული მაქსიმუმი შეადგინა - დღე-ღამეში 1673 დაინფიცირებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო