„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი - ჯერ კიდევ არ არის მოსული საბოლოო ექსპერტიზა, არაა განსაზღვრული, რამ გამოიწვია თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის დადგომა

ძნელი წარმოსადგენია, აქამდე როგორ საუბრობს საგამოძიებო ორგანოს ნებისმიერი წარმომადგენელი ან თანამდებობის პირი სიკვდილის გამომწვევ რაიმე მიზეზზე, როდესაც, თურმე, ჯერ კიდევ არ არის მოსული საბოლოო სამედიცინო ექსპერტიზა , - ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა ეკა ქობესაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე თბილისის პროკურატურაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნილია მოთხოვნა თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან და ტელეფონიდან წაშლილი ინფორმაციის აღდგენის თაობაზე. ამასთან, როგორც ქობესაშვილი აცხადებს, საგამოძიებო უწყებაში დაუდასტურეს, რომ სამართალდამცველები არა მხოლოდ თვითმკვლელობის, არამედ ყველა ვერსიაზე მუშაობენ.

„შევხვდით საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელებს, თანამშრომლებს, ვინც იძიებს ამ საქმეს, იმ გამომძიებელს. მოხდა გარკვეული საკითხების დაზუსტება. საგამოძიებო ორგანომ კიდევ ერთხელ მოისმინა ოჯახის შეფასება და მოთხოვნა ამ საქმესთან დაკავშირებით. ასევე, ადვოკატთან ერთად გავეცანი საქმის მასალებს, კერძოდ, ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებებს და ექსპერტიზს დასკვნებს. ჩემთვის ძალიან ძნელი წარმოსადგენია, აქამდე როგორ საუბრობს საგამოძიებო ორგანოს ნებისმიერი წარმოამდგენელი ან თანამდებობის პირი სიკვდილის გამომწვევ რაიმე მიზეზზე, როდესაც ჯერ კიდევ, თურმე არ არის მოსული საბოლოო სამედიცინო ექსპერტიზა. არ არის განსაზღვრული, რამ გამოიწვია თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის დადგომა, ან არის თუ არა მის სხეულზე რაიმე დაზიანება.

ასევე, ჩვენ ველოდებით ამერიკიდან „ფეისბუქზე“ და კომპიუტერზე წაშლილი ინფორმაციის აღდგენას. მოგეხსენებათ, ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან და ტელეფონიდან წაშლილია გარკვეული ინფორმაცია, ზუსტად ამ ინფორმაციის აღდგენას ვითხოვთ, გამოძიებასაც აქვს წერილი გაგზავნილი. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და ამ წერილზე პასუხის მიღების შემდეგ გარკვეული სურათი შეიძლება შეიქმნას, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, რამ გამოიწვია ბაჩალიაშვილის სიკვდილი“, - განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა