საგარეო უწყება - ქართულმა მხარემ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამომავლო სტრატეგიის „NATO 2030 პროცესზე“ ალიანსის მრჩეველთა ჯგუფთან შეხვედრა გამართა

საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განვითარებისა, კოორდინაციის და ეფექტიანობის ამაღლების მიზნით ალიანსის გენერალური მდივნის ინიციატივის „NATO-2030 პროცესი“ ფარგლებში მიმდინარე კონსულტაციებში მონაწილეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართეს აღნიშნულ ხედვაზე მომუშავე ნატო-ს მრჩეველთა ჯგუფთან, რომლშიც ნატო-ს წევრი სახელმწიფოებიდან პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები შედიან.

უწყების ცნობით, ჯგუფს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი, თომას დე მაიზიერი და ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე უეს მიტჩელი ხელმძღვანელობს.

„NATO-2030 პროცესი“ წარმოადგენს ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ წამოწყებულ ინიციატივას და მიზნად ისახავს ალიანსის განვითარების და კოორდინაციის, ისევე როგორც თანამედროვე სამყაროში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლაში ალიანსის ეფექტიანობის ამაღლების თაობაზე ხედვისა და რეკომენდაციების შემუშავებას.

საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი და მომავალი წევრი ქვეყნის, აქტიური ჩართვა ალიანსის მომავლის განსაზღვრის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მიუთითებს ნატო-სა და საქართველოს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებზე.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე არსებული თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები, მათ შორის რეგიონში არსებული გამოწვევები და მათთან გამკვლავების გზები, ნატო-ს როლი ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის საკითხში, ალიანსის ეფექტიანობის გაძლიერების პერსპექტივები და შესაძლებლობები.

შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის, მისი მოკავშირის და მომავალი წევრის ხედვა უსაფრთხოების არსებული გარემოს და ნატო-ს ჩართულობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხებზე მნიშვნელოვანია, როგორც ალიანსისთვის, ასევე დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფისთვის“,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა