თამარ გაბუნია - თუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჯამურად კორონავირუსის 370 შემთხვევა გვექნება, „მწვანე ზონაში“ დავრჩებით

თუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ჯამურად გვექნება 370 შემთხვევა და დავრჩებით „მწვანე ზონაში“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კორონავირუსის ეპიდემიაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, თუ შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე 1100-სს გადააჭარბებს ქვეყანა „წითელ“ ზონაში გადავა, რაც გამაფრთხილებელი სიგნალი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის, რომ მას მეტი მობილიზება მართებს და უნდა გაათავისუფლოს საწოლები პაციენტების მისაღებად.

„ის რასაც დღეს ვაკვირდებით იყო ლოგიკური დასასრული იმ რელაქსირებული და მოშვებული ზაფხულის, რომელიც გავიარეთ. მოულოდნელი ეს ნამდვილად არ იყო. მობილობა გაიზარდა, შემთხვევები სეზონის დასასრულს გამოჩნდა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ამ ეპიდემიის მიმდინარეობის პროცესში. დღეს მეტი ბერკეტი გვაქვს, რომ შემთხვევებზე შესაფერისი პასუხი გვქონდეს და მობილობის შეზღუდვის აზრიც აღარ არის. უნდა დავუბრუნდეთ ეკონომიკურ და სოციალურ აქტივობას. ჩვენ ვაკეთებთ ეპიდემიოლოგიურ მოდელირებას. ერთ 45 შემთხვევა არაფერს არ ნიშნავს ეპიდემიოლოგებისთვის.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში თუ ჩვენ ჯამურად გვექნება 370 შემთხვევა და დავრჩებით ამ შუალედში, ეს არის კიდევ „მწვანე ზონა“. ანუ ეს არის ახალი ინცინდენტობის მაჩვენებელი 10, 100 ათას მოსახლეზე. თუ ეს გადავიდა 10-დან 30-მდე, ანუ გადააჭარბა 370-ს და მივიდა 1100-მდე ეს არის „ყვითელი“ და ამის შემდეგ არის „წითელი“. მაგრამ „წითელი“ იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც მეორე ტალღა დაიწყო და მძიმე მდგომარეობაში ვართ.

„წითელი“ არის გამაფრთხილებელი სიგნალი ჯანდაცვის სისტემისთვის, რომ მას მეტი მობილიზება მართებს და უნდა გაათავისუფლოს საწოლები პაციენტების მისაღებად. აპრილში ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი შიში იმის, რომ მძიმე შემთხვევები იქნებოდა ბევრი და ეს დამთავრდებოდა ცუდად როგორც ამის გამოცდილება ჰქონდა იტალიას, ესპანეთს და ბევრ სხვა ქვეყანას, სადაც უკიდურესად მაღალი ლეტალობა იყო. არცერთ მსგავს ეპიდემიას, რომელიც ბოლო პერიოდში იყო, ასეთი დიდი ლეტალობა არ ჰქონდა. მაშინ თითოეული გამოვლენილი შემთხვევა ქვეყნის დასასრული იყო და ვცდილობდით მაქსიმალურად თავიდან აგვეცილებინა, არც კლინიკური გამოცდილება და ცოდნა იყო, როგორ უნდა გვემართა ეს შემთხვევები. დღეს ეს ეტაპი გავიარეთ, მეტი თავდაჯერებით და მომზადებულები ვხვდებით“, - განაცხადა გაბუნიამ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, კორონავირუსის შემთხვევები ახალგაზრდებში მეტად გამოვლინდა და ზოგ შემთხვევაში საერთოდ სიმპტომების გარეშეა.

„როდესაც ზაფხულის შემთხვევების რაოდენობის მატებასთან გვაქვს საქმე, დამსვენებლებს შორის მეტი იყო ახალგაზრდა ასაკის ადამიანები, ამდენად, ახალგაზრდებში ვიცით, რომ ვირუსის მიმდინარეობა შედარებით მსუბუქია. ქრონიკული პაციენტი არც გასართობად დადის ღამის კლუბში და არც დიდ სოციალური თავშეყრის ადგილებში. ამდენად, ჩვენი კოჰორტა, რაც ახლა ჩამოყალიბდა მეტად ახალგაზრდაა და ბევრი საერთოდ სიმპტომების გარეშეა“, - განაცხადა გაბუნიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო