რომან კაკულია - კოალიციური მთავრობის პერსპექტივა ძალიან დიდ ექსპერიმენტად მიმაჩნია

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია მიიჩნევს, რომ კოალიციური მთავრობა ქვეყნისთვის ექსპერიმენტია.

როგორც კაკულიამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში, "რეზიუმე" განაცხადა, მთავარი მოცემულობა, რატომაც „ქართული ოცნება“ უნდა იყოს ხელისუფლებაში არის ის, რომ მას "არ აქვს უფლება ექსპერიმენტი ჩაატაროს ქვეყანაში".

„თუნდაც იმით, რომ ვინც სახეზეა პოლიტიკურად, მათ დაუბრუნოს, დაიბრუნონ მართვის სადავეები. კოალიციური მთავრობის პერსპექტივაც მე ძალიან დიდ ექსპერიმენტად მიმაჩნია. ძალა ერთობაში კი არის, მაგრამ ასეთ ერთობაში არ არის ძალა. ის, რასაც თქვენ მესამე ძალას ეძახით, არ არის მესამე ძალა. აქ არიან ადამიანები, რომლებიც პარტიებს ქმნიან იმიტომ, რომ ურთიერთობა ერთმანეთთან არ შეუძლიათ. შემიძლია, 10 პარტია ჩამოვთვალო, რომელთა შორისაც არავითარი იდეოლოგიური განსხვავება არ არის და უბრალოდ, რადგან ერთმანეთთან ურთიერთობა არ შეუძლიათ, ქმნიან პარტიებს. ამათთან რა კოალიციური მთავრობა უნდა გააკეთო. ნაკლებად წარმომიდგენია მაგათი ერთობა მინისტრების პორტფელის განაწილების პროცესში. მგონია, რომ ქვეყანას ძალიან დიდ ექსპერიმენტში ჩავაგდებთ თუ ამის უფლებას მივცემთ პოლიტიკურ სპექტრს. ეს ჩემი პირადი აზრია, არ ვლაპარაკობ იმისთვის, რომ "ქართულ ოცნებას" წარმოვადგენ“, - განაცხადა კაკულიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს