დონალდ ტრამპი ერაყში ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობის შემცირებაზე განცხადებას გააკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერაყში ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობის შემცირების შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს, -ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი უახლოეს დღეებში სამხედრო ძალების რაოდენობის ავღანეთში შემცირებასაც დააანონსებს.

აშშ-ს ერაყში დახლოებით 5200 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული. წყარომ, რომელმაც ანონიმურობა ისურვა, Reuters-ს განუცხადა, რომ აშშ ერაყში განთავსებული ჯარისკაცების მესამედით შემცირებას გეგმავს.

რაც შეეხება ავღანეთს, ამჟამად იქ 8 600 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. გასულ თვეს დონალდ ტრამპმა Axios-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ ავღანეთში ჯარისკაცების 4 000-მდე შემცირებას აპირებდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა