„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსეი ნავალნის  მოწამვლის ფაქტს უმკაცრესად გმობენ

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტს უმკაცრესად გმობენ და რუსეთს პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და დასჯისკენ მოუწოდებენ.

აშშ-ის, კანადის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა საგარეო უწყებების ხელმძღვანელებისა და ევროკავშირის უმაღლლესი წარმომადგენლის ერთობლივი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„გერმანიამ აცნობა „დიდი შვიდეულს“ იმ ფაქტის შესახებ, რომ გერმანულმა სპეციალიზებულმა სამხედრო ლაბორატორიამ და გერმანელმა სამედიცინო ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ბატონი ნავალნი არის რუსეთის მიერ შექმნილი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტით განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლი. ბატონი ნავალნი იმყოფება ბერლინის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში და მისი მდგომარეობა სერიოზულია“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ დიპლომატების განცხადებით, ქიმიური იარაღის გამოყენება ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ გარემოებებში მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს.

„ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მხარის მიერ, ნებისმიერ ვითარებაში, მიუღებელია და ეწინააღმდეგება ამგვარი იარაღის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ნორმებს. ჩვენ, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები, მოვუწოდებთ რუსეთს სასწრაფოდ და სრულად გახადოს გამჭვირვალე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ მოწამვლის გზით განხორციელებულ თავდასხმაში და დამნაშავეებს კანონის წინაშე პასუხი აგებინოს,“- აღნიშნულია განცხადებაში.

დიპლომატები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის ლიდერ ნავალნიზე თავდასხმა რუსეთში დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის მიყენებული კიდევ ერთი მძიმე დარტყმაა.

„ეს შეტევა ოპოზიციის ლიდერის ნავალნის წინააღმდეგ კიდევ ერთი მძიმე დარტყმაა რუსეთში დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის წინააღმდეგ. ეს სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს იმ მამაკაცებისა და ქალებისათვის, რომლებიც ჩართულები არიან პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვაში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები და უზრუნველყოს ამ უფლებების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, დაცვა საკუთარი მოქალაქეებისთვის,“- აღნიშნულია განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ დიპლომატების განცხადებით, ისინი რუსეთში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერას გააგრძელებენ.

„ჩვენ გავაგრძელებთ ყურადღებით დავაკვირდეთ იმას, თუ როგორ რეაგირებს რუსეთი საერთაშორისო მოწოდებებზე ბატონი ნავალნის მოწამვლის ფაქტის ახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ ერთგული ვრჩებით რუსეთში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისა და რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მიმართ,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება