საფრანგეთმა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოსკოვში ვიზიტი გადადო

საფრანგეთმა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოსკოვში ვიზიტი გადადო, რომელიც 14 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საფრანგეთის მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, საქმეს უკავშირდება.

„მოლაპარაკებების არსებულ პირობებში გამართვის შემთხვევაში, ნდობას ვერ დავიმსახურებთ,” - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა.

ვიზიტის გადადების შესახებ გაცხადება სამინისტროს პრესსპიკერმა აგნეს ფონ დერ მუჰლმაც გააკეთა.

„შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით და რუსეთის ხელისუფლებასთან აზრთა გაცვლის შემდეგ, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხზე რუსეთ-საფრანგეთის საბჭოს შეხვედრა გადაიდო“, – აღნიშნა მან.

„როიტერსი“ წერს, რომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ რუსეთში დაგეგმილი მოლაპარაკებების 14 სექტემბერს გამართვა დააანონსა, თუმცა მოგვიანებით, ჟან-ივ ლე დრიანმა მოსკოვს მოსთხოვა აეხსნა, როგორ შეიძლებოდა კრემლის ოპონენტი საკუთარ ტერიტორიაზე ნერვული აგენტით მოეწამლათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა