მაიკ პომპეო - აშშ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს

აშშ-ის ხელისუფლება პარტნიორებთან ერთად ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს ბელარუსში მიმდინარე მოვლენების გამო, კერძოდ კი, ბელარუსის საკოორდინაციო საბჭოს 3 წევრის, მათ შორის მარია კოლესნიკოვას გატაცებისა და მათი იძულებით უკრაინაში გაძევების მცდელობის გამო.

პომპეოს თქმით, აშშ ბელარუსი ხალხის სიმამაცესა და მშვიდობისკენ სწრაფვას აფასებს. ასევე პატივს სცემს მათ სურვილს ბელარუსში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესახებ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ იმ პირთა მიმართ, რომლებიც ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევასა და რესპრესიებში არიან ჩართულნი, აშშ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას, შეწყვიტოს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალადობა, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა