ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ამ დროისთვის 198 ათასზე მეტი PCR ტესტის მარაგია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მარაგში, 7 სექტემბრის მდგომარეობით, 198 611 PCR ტესტის სრული ნაკრები ირიცხება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. ამასთან, მათივე ცნობით, 7 სექტემბრის მდგომარეობით, ჯამში 1 060 000 PCR ტესტია შეძენილი, მათ შორის: სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის Covid 19-ის სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში, პროექტის დაწყების დღიდან შეძენილია 670 000 PCR ტესტი. მიმდინარე კონტრაქტებით კი შეძენილია 390 000 ტესტი.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, 31 იანვრიდან დღემდე ლაბორატორიებში 421 695 - PCR ტესტია გაკეთებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დღიდან მოყოლებული დღემდე კი ქვეყანაში 1773 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, 1325 გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა