დავით ზალკალიანსა და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელებს შორის სატელეფონი საუბარი შედგა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელებს შორის სატელეფონი საუბარი შედგა, რა დროსაც ქვეყნის პირველმა დიპლომატმა კონგრესმენებს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას დავით ზალკალიანი სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

მინისტრის თქმით, მან კომიტეტის თავმჯდომარეს ენგელს და კომიტეტის წევრ მაქქოლს აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებული საკითხებისა და ასევე, საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„უაღრესად ვაფასებ კონგრესმენების მხრიდან საქართველოს მიმართ გამოთქმულ ორპარტიულ მხარდაჭერასა და მზაობას, განაგრძონ აშშ-სა და საქართველოს შორის კავშირების განმტკიცება.

კონგრესმენებს გავაცანი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უმძიმესი ჰუმანიტარული და უსაფრთხოების მდგომარეობა და ოკუპირებული რეჟიმის უკანონო ქმედებები. ამავე დროს, ხაზგასმით აღვნიშნე, კონგრესის, ასევე, საერთაშორისო ფორუმების დღის წესრიგში საქართველოსთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობა. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გარდა, ჩვენ განვიხილეთ კოვიდის კრიზისზე საქართველოს წარმატებული რეაგირება, რაც განპირობებული იყო ადრეული პრევენციის ღონისძიებებით, მთავრობასა და ჯანდაცვის სპეციალისტებს შორის მჭიდრო კოორდინაციითა და ასევე, საზოგადობასთან ეფექტიანი კომუნიკაციით.

კონგრესმენებს, ასევე, გავაცანი კონსტიტუციაში შეტანილი ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტში პროპორციულ წარმომადგენლობას და 2024 წლიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. მე მათ დავუდასტურე საქართველოს მთავრობის მზაობა, ჩაატაროს კიდევ ერთი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებისა და ეუთოს/ოდირის მოთხოვნების შესაბამისად,“- განაცხადა ზალკალიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო