2020 წელს, გადაცდომების გამო, პროფესიული პასუხისმგებლობა 76 ექიმს დაეკისრა

2020 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პროფესიული პასუხისმგებლობა 76 ექიმს დაეკისრა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნულია. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ბრაძანებით, საბჭომ მიმდინარე წელს 78 ექიმის მიერ პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების 121 შემთხვევის ხარისხი შეამოწმა. მათ შორის, 76 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა, საიდანაც 70-მა მედიკოსმა „წერილობითი გაფრთხილება“ მიიღო, 6 ექიმს კი სხვადასხვა ვადით სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება შეუჩერდა. 78 შემოწმებული ექიმიდან 2-ს პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.

დოკუმენტის მიხედვით, საბჭომ 2018 წელს 348 ექიმის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურება შეამოწმა, ჯამში 162 საკითხი განიხილა, რომლის მიხედვითაც 342 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა, 6 მათგანს კი არა. 342 ექიმიდან 235 მედიკოსმა „წერილობითი გაფრთხილება“ მიიღო, 105-ს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა, 2 ექიმს კი სახელმწიფო სერთიფიკატი გაუუქმდა.

რაც შეეხება 2019 წლის მონაცემებს, გამოთხოვნილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ საბჭომ 216 ექიმის მიერ პაციენტთათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურების შესწავლის შემდეგ 204 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა, 12 მათგანს კი არა. 204 ექიმიდან 161-მა მედიკოსმა „წერილობითი გაფრთხილება“ მიიღო, 37-ს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა, 6 ექიმს კი სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა