ნინო ბურჯანაძე - მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის გახლეჩვას გამოიწვევს

„ერთიანი საქართველოს" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის გახლეჩვას გამოიწვევს.

„დარწმულებული რომ ვიყო დღეს სააკაშვილი ცოტათი მაინც სჭირდება ან წაადგება ჩვენს ქვეყანას, გარწმუნებთ, ნებისმიერ პიროვნულ ბარიერს გადავლახავდი", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერს სააკაშვილის ბოდიშის არ სჯერა და აცხადებს, რომ „ლეიბორისტების" ოფისში საერთო ოპოზიციურ მაგიდასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად არ მისულა.

„ოპოზიციურ მაგიდასთან მისვლით, მე მზაობა გამოვხატე მებრძოლა საერთო მიზნისთვის იმ ადამიანებთან ერთად, ვისგანაც ბევრი დაუმსახურებელი ტკივილი მივიღე.

მე არ ვთვლი, რომ დღეს სააკაშვილი ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო, პირიქით, ის გამოიწვევს ქვეყნის გახლეჩვას, მუდმივ კონფრონტაციას და მეტს არაფერს“, - განმარტავს ბურჯანაძე.

მისივე თქმით, საერთო მიზნისთვის ბრძოლის დროს, პირად წარმატებაზეც შეიძლება უარის თქმა.

„როდესაც 2012 წელს მთავარი მიზანი სააკაშვილის და მის გუნდის ხელისუფლებიდან მშვიდობიანი გასტუმრება იყო და ერთ მხარეს ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიცია იდგა, რა თქმა უნდა გარკვეული უპირატესობით და მეორე მხარეს მე და ჩემი პარტია, მაშინ შეიქმნა ხმების გაყოფისა და ფრაგმენტაციის საშიშროება, რაც უდაოდ „ნაციონალური მძრაობის" წისქვილზე დაასხამდა წყალს.

მე, როგორც პარტიის ლიდერი გამოვედი და განვაცხადე, რომ იმდენად მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის სააკაშვილის ხელისუფლებიდან მშვიდობიანი გზით გასტუმრება, რომ გვერდით უნდა გაგვეწია და დავხმარებოდით ივანიშვილს, ვისაც ყველაზე დიდი რესურსი ჰქონდა ამის გაკეთების. მაშინ მოვუწოდე ჩვენს შტაბებს დახმარებოდნენ „ქართულ ოცნებას". ეს გავაკეთე მე ნინო ბურჯანაძემ, მაგრამ სააკაშვილი ამას არასდროს არ გააკეთებს", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

აღნიშნულ კომენტარს „ერთიანი საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა