საბერძნეთში მიგრანტების ბანაკი დაიწვა

საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მიგრანტების უდიდესი ბანაკი „მორია“ დაიწვა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ბანაკიდან მიგრანტების ევაკუაცია განხორციელდა, რამდენიმე მათგანი ხანძრისგან გამოწვეული კვამლის შედეგად დაშავდა.

ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცეცხლის ჩაქრობას 25 მეხანძრე ცდილობდა.

აღსანიშნავია, რომ „მორიაში“ 13 000-მდე მიგრანტი ცხოვრობს, რაც დასაშვებ რაოდენობას ოთხჯერ აჭარბებს. ბანაკში გასულ კვირას კარანტინი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც მის 35 ბინადარს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო